გდდ-ს ახალი შენობა
იალღუჯაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაზა გაიხსნა. მას პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვივნენ. ირაკლი კობახიძემ და ვახტანგ გომელაურმა დაათვალიერეს ახლად აშენებული ბაზის ინფრასტრუქტურა, თანამშრომლების სამუშაო და საცხოვრებელი სივრცეები, განახლებული ავტოპარკი, თანამედროვე ტექნიკა და აღჭურვილობა, ასევე სასადილო და სპორტული დარბაზები