განწყობები ევროპარლამენტში
ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი საქართველოში ევროკავშირის ელჩს მწვავედ აკრიტიკებს და ამბობს, რომ დიპლომატი ისე საუბრობს, როგორც ოპოზიციის პროპაგანდისტი. ევროდეპუტატი აცხადებს, რომ ევროკავშირის როლი არ არის ქართველი ხალხის არჩევანში ჩარევა. ტიერი მარიანის თქმით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა გაგრძელდება, იმის მიუხედავად, თუ რა იქნება ევროპარლამენტის ან ქართველი ხალხის არჩევანი. დეპუტატმა ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ხალხის არჩევანი არ იქნება ოპოზიცია, მაშინ მეტი სიმკაცრეა საჭირო, მაგალითად, უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით, არაკორექტული უწოდა და ეს იმ ფონზე, როცა უკრაინასთან ომის მიუხედავად, ევროკავშირის ბევრი წარმომადგენელი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების მიცემას განაგრძობს
