ბათუმში, ნანეიშვილის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
ბათუმში, ნანეიშვილის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. ბაღი 280 აღსაზრდელს მოემსახურება. შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ბაღის ეზოში მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სპორტული მოედანი. საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა ვაჟა-ფაველას ქუჩაზე, ხოლო აეროპორტის გზატკეცილზე ბაღის მშენებლობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. სამივე ბაღის ბიუჯეტი 11 მილიონ ლარზე მეტია. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს ექვსი საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადად 2025 წლის აგვისტოა განსაზღვრული
