შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაზა გაიხსნა
იალღუჯის ტერიტორიაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაზა გაიხსნა. ბაზის ტერიტორიას პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვივნენ. ირაკლი კობახიძემ და ვახტანგ გომელაურმა დაათვალიერეს ახლად აშენებული ბაზის ინფრასტრუქტურა, თანამშრომლების სამუშაო და საცხოვრებელი სივრცეები, განახლებული ავტოპარკი, თანამედროვე ტექნიკა და აღჭურვილობა, ასევე სასადილო და სპორტული დარბაზები