პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიღებულია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისებზე წვდომის გაუმჯობესებას ითვალისწინებს
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიღებულია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისებზე წვდომის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ირაკლი კობახიძის თქმით, პაციენტებს ექნებათ არჩევანის შესაძლებლობა, განაგრძონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობა, ან ისარგებლონ ე.წ. თანაგადახდის მექანიზმით პროგრამიდან გასვლის გარეშე. მთავრობის მეთაურის განცხადებით, მინისტრის ბრძანებით დადგინდება მომსახურებაზე თანაგადახდის პირობები, მათ შორის, თითოეული სახის მომსახურებაზე შეთავაზების ლიმიტები
