რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა იწყება
რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა იწყება. იგეგმება არსებული ძირითადი შენობების რეაბილიტაცია, სადაც იფუნქციონირებს 400 საწოლიანი სტაციონარი, სხვადასხვა თერაპიული თუ ქირურგიული დარგის, ფსიქიატრიული, გადაუდებელი დახმარებისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტებით. ახალ შენობაში კი გაიხსნება 250 საწოლიანი სტაციონარი, რომელიც ორიენტირებული იქნება სპეციალიზებულ მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო სერვისებზე. რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციის პრეზენტაცია დღეს გაიმართა
