ეკონომიკური განვითარება, ბიუჯეტის ზრდა, უმუშევრობისა და სიღარიბის შემცირება, ინვესტიციების მოზიდვა, ინფრასტრუქტურის განვითარება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობა
ეკონომიკური განვითარება, ბიუჯეტის ზრდა, უმუშევრობისა და სიღარიბის შემცირება, ინვესტიციების მოზიდვა, ინფრასტრუქტურის განვითარება, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა - ეს არის ნაწილი იმ საკითხებისა, რომლებიც მომდევნო წლების განმავლობაში ხელისუფლების გეგმას მოიცავს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სახელისუფლებო გუნდმა 12 წლის განმავლობაში შექმნა მყარი საფუძველი, რათა გაგრძელდეს სწრაფი განვითარება და ოთხ წელიწადში საქართველო განვითარების სრულიად სხვა საფეხურზე გადავიდეს. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ორ ეროვნულ ამოცანაზე - ესენია: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის სრულად აღმოფხვრა. მომდევნო წლების გეგმებსა და პროექტებზე საუბრობენ მინისტრთა კაბინეტის წევრებიც
