ირაკლი კობახიძე: საარჩევნო გარემო არის უპრეცედენტოდ მშვიდი, კონკურენტული და თავისუფალი
„საარჩევნო გარემო არის უპრეცედენტოდ მშვიდი, კონკურენტული და თავისუფალი“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რათა შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ პოსტსაარჩევნო პერიოდშიც
