ირაკლი კობახიძემ ისაუბრა განათლების კუთხით დაგეგმილ პროექტებზე
ირაკლი კობახიძემ ისაუბრა განათლების კუთხით დაგეგმილ პროექტებზე. მთავრობის მეთაურის თქმით, ქუთაისი, თბილისთან ერთად, იქცევა ქვეყნისთვის თანაბარ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო კერად. პრემიერმა ყურადღება გაამახვილა თბილისის სახელმწიფო და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტების რესურსების გაძლიერებაზე. ირაკლი კობახიძის თქმით, განათლება, მეცნიერება, ახალგაზრდობა, კულტურა და სპორტი არის ხელისუფლების 4-წლიანი გეგმის შემადგენელი ნაწილი. მთავრობის სხდომას მინისტრის რანგში პირველად დაესწრნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე წულაძე, ასევე კულტურის და სპორტის მინისტრი თინათინ რუხაძე.
