საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პორტალის პრეზენტაცია გამართა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პორტალის პრეზენტაცია გამართა. პორტალი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ერთ სივრცეში გაეცნოს ინფორმაციას. 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება.