ევროპული ოჯახის წევრობა საქართველოსა და ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს წარმოადგენს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა "ევრონიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა
ევროპული ოჯახის წევრობა საქართველოსა და ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს წარმოადგენს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა "ევრონიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ევროპის წევრობა ასევე ნიშნავს კეთილდღეობის მაღალ დონეს, რაც ქართველებისთვის განვითარების ტოლფასია.