პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ორი ეროვნული ამოცანის - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და სიღარიბის სრულად აღმოფხვრაზე ისაუბრა
ეკონომიკური განვითარება, ბიუჯეტის ზრდა, უმუშევრობისა და სიღარიბის შემცირება, ინვესტიციების მოზიდვა, ინფრასტრუქტურის განვითარება, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და კიდევ არაერთი საკითხი, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში ხელისუფლების გეგმას მოიცავს. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ორი ეროვნული ამოცანის - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და სიღარიბის სრულად აღმოფხვრაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელისუფლებო გუნდმა 12 წლის განმავლობაში შექმნა მყარი საფუძველი, რათა გაგრძელდეს სწრაფი განვითარება და ოთხ წელიწადში საქართველო განვითარების სრულიად სხვა საფეხურზე გადავიდეს. მთავრობის მეთაურმა საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ არჩევნები ტარდება უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში.
