ფიბა ევროპის თასის წლევანდელ გათამაშებაში საკალათბურთო კლუბმა „ქუთაისმა“ პირველი გამარჯვება მოიპოვა
ფიბა ევროპის თასის წლევანდელ გათამაშებაში საკალათბურთო კლუბმა „ქუთაისმა“ პირველი გამარჯვება მოიპოვა. კოტე ტუღუშის მომზადებულმა გუნდმა სტუმრად ბულგარეთის „ბალკანი“ 86-ით 78 დაამარცხა. გამარჯვებულებს შორის საუკეთესო გიორგი კორსანტია იყო, რომელმაც 27 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. საქართველოს ბოლო კლუბი, რომელმაც ევროტურნირზე სტუმრად გაიმარჯვა, 2012 წელს „არმია“ გახლდათ, რომელსაც „ქუთაისის“ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში ამზადებდა.
