მოხეტიალე მთვარის თეატრმა სპექტაკლი „ადამისა და ევას დღიურები“ დადგა
მოხეტიალე მთვარის თეატრმა სპექტაკლი „ადამისა და ევას დღიურები“ დადგა. სპექტაკლი კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიისა და მარჯანიშვილის თეატრის მხარდაჭერით შეიქმნა. „ადამისა და ევას დღიურები“ არის კულტურის სამინისტროს კონკურსის - „კერძო თეატრების საქმიანობის ხელშეწყობა“ - ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტი. სპექტაკლის ნახვა მაყურებელს 24 და 25 ოქტომბერს შეუძლია.
