წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში 75 ბავშვისთვის განკუთვნილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში 75 ბავშვისთვის განკუთვნილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაასრულა. თანამედროვე სტანდარტებისა და დადგენილი ნორმების სრული დაცვით აშენებული ახალი საბავშვო ბაღის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აღსაზრდელებისათვის. საბავშვო ბაღის საჭირო ინვენტარით აღჭურვას მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს. მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ასევე, დაასრულა ჩხოროწყუს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 125 და 75 ბავშვისთვის გათვალისწინებული ბაღების მშენებლობა. სამეგრელოს რეგიონში, ჯამში, ფონდი 43 ბაღის მშენებლობასა და რეაბილიტაციას აფინანსებს.
