ბიძინა ივანიშვილის გზავნილები
„26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დგება სამშობლოს შენარჩუნების, ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გადამწყვეტი დღე”- ამის შესახებ ქართული ოცნების დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობის ერთიანობაზე გაამახვილა ყურადღება. განცხადებაში გაკეთდა პარალელები წარსულის რთულ პერიოდს, აწმყოს სტაბილურ და მომავალ განვითარებაზე ორიენტირებულ მმართველობას შორის. ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა პოლიტიკურ და ეკონომიკურ მიღწევებზე, მშვიდობის შენარჩუნებაზე, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების მნიშვნელობაზე და ევროკავშირში ინტეგრაციაზე.
