მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ფრაგმენტი კონტექსტიდან ამოგლეჯილად მოჭრა და გაყალბებულ გზავნილს ავრცელებს
მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ფრაგმენტი კონტექსტიდან ამოგლეჯილად მოჭრა და გაყალბებულ გზავნილს ავრცელებს. საუბარია 16 წამიან ვიდეოზე, სადაც ბიძინა ივანიშვილი თითქოს ამბობს, რომ ყველაფერს ფულის გამო აკეთებს და ამის კომპლექსი აქვს. თუმცა რეალურად, ინტერვიუში ივანიშვილი ვრცლად სწორედ საპირისპიროზე საუბრობს და ამბობს, რომ პირად პრობლემას ქვეყნის ინტერესის საპირწონედ არასდროს დააყენებს.