შალვა პაპუაშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაციების საარჩევნო კომისიაში შესული საჩივრები შეაჯამა
შალვა პაპუაშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაციების საარჩევნო კომისიაში შესული საჩივრები შეაჯამა და თქვა, რომ ენჯეო სექტორი საუბრობს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე და წინასაარჩევნო აგიტაციის დარღვევაზე, თუმცა რეალური ფაქტების გარეშე. პაპუაშვილის თქმით, ეუთო/ოდირის პოზიტიური შეფასებების ფონზე, ცდილობენ საინფორმაციო ხმაურის შექმნას. საუბარია 53 საჩივარზე, მათ შორის ფეისბუქ პოსტებზე. ქართული ოცნების მიმართ არსებულ დარღვევებზე კი დუმილია. დღემდე უფასო პოლიტიკური რეკლამის დრო იბლოკება ოპოზიციურ არხებზე.
