უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა კორუფციული სკანდალის გამო თანამდებობა დატოვა
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა კორუფციული სკანდალის გამო თანამდებობა დატოვა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის სხვადასხვა ოლქში, ათობით პროკურორმა, მობილიზაციის თავის არიდების მიზნით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ყალბი საბუთი გაიფორმა. გამოძიებით დადგინდა, რომ პროკურორები ყალბ ცნობებს სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის კომისიის თანამშრომლებისგან ქრთამის სანაცვლოდ იღებდნენ. კომისიის 70 ამდე წევრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. კორუფციული სქემების გახსნის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ჩინოსნების დასჯა მოითხოვა და კორუმპირებულებს ქვეყნის შიდა მტრები უწოდა.
