ვოლოდიმირ ზელენსკი ომის პერიოდში უკრაინის შიდა სამოქმედო გეგმას ამზადებს
ვოლოდიმირ ზელენსკი ომის პერიოდში უკრაინის შიდა სამოქმედო გეგმას ამზადებს. "ბიბისის" უკრაინული ბიუროს ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა შესაბამის მაღალჩინოსნებს მისცა განკარგულება, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე შეიმუშავონ გეგმა, რომელიც ქვეყანას საომარ პირობებში გადარჩენაში დაეხმარება. "ბიბისის" ინფორმაციით, საუბარია დოკუმენტზე, რომელშიც სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სამხედრო ინდუსტრიის, თავდაცვის, ეკონომიკის, სოციალური პოლიტიკისა და სხვა სფეროებში მისაღები მნიშვნელოვანი შიდა გადაწყვეტილებები იქნება მითითებული.
