თურქეთს, როგორც ნატოს მნიშვნელოვან წევრ, ბრიქსის პარტნიორებთან თანამშრომლობის სუვერენული უფლება აქვს
თურქეთს, როგორც ნატოს მნიშვნელოვან წევრ, ბრიქსის პარტნიორებთან თანამშრომლობის სუვერენული უფლება აქვს. განცხადება მარკ რუტემ გააკეთა. ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ თურქეთს ალიანსში ერთ-ერთი ყველაზე კარგად აღჭურვილი სამხედრო ძალები ჰყავს და სამხრეთ-აღმოსავლეთი ფლანგის უსაფრთხოებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, თურქეთის და ბრიქსის თანამშრომლობამ შესაძლოა ალიანსში დებატები გამოიწვიოს, თუმცა ანკარა ნატოს განუყოფელ და მნიშვნელოვან ნაწილად რჩება. ყაზანში მიმდინარე ბრიქსის სამიტს, სტუმრის სტატუსით, დღეს თურქეთის პრეზიდენტი დაესწრება. რის ფარგლებშიც რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
