საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაჯითში კოლეჯ „სპექტრის“ახალი ფილიალი გაიხსნა
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაჯითში კოლეჯ „სპექტრის“ახალი ფილიალი გაიხსნა. პროფესიული განათლების მიღებით დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა ექნებათ, კოლეჯის ახალ ფილიალში პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამებზე ისწავლონ. განათლების მინისტრმა მათ ახალი დაწესებულების გახსნა მიულოცა.
