დონალდ ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში სკოლებში „კრიტიკული რასის თეორიას და „ტრანსგენდერობის სიგიჟის“ წახალისებას აკრძალავს
დონალდ ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში სკოლებში „კრიტიკული რასის თეორიას და „ტრანსგენდერობის სიგიჟის“ წახალისებას აკრძალავს. როგორც ჩრდილოეთ კაროლინაში მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლის დროს პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა აღნიშნა, ტოქსიკურ გენდერულ იდეოლოგიას დაასრულებს, ვინაიდან ღმერთმა ორი გენდერი: მამაკაცი და ქალი შექმნა. დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში არასრულწლოვნებისთვის სქესის შეცვლის ოპერაციას ყველა შტატში აკრძალავს.
