საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა და ის 2024 წლისთვის 7,6 პროცენტამდე გაზარდა. წლის დასაწყისში კი ფონდის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 5,7 მეათედი პროცენტით უნდა გაზრდილიყო. გათვლებით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება.საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2030 წლამდელი პერიოდის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზები გამოაქვეყნა. საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს უკვე გადახედეს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმაც. მსოფლიო ბანკის ბოლო ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 2024 წელს ეკონომიკური ზრდა 7.5 პროცენტს მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება პოტენციურ დონეს.
