ზღვისუბნის პარკში ფერდზე წყლის ცენტრალური მილის დაზიანებას თბილისის მერი ეხმიანება
ზღვისუბნის პარკში, ფერდზე წყლის ცენტრალური მილის დაზიანებას თბილისის მერი ეხმიანება. კახა კალაძის განცხადებით, სამუშაო უკვე დაწყებულია და პრობლემა დღის ბოლომდე მოგვარდება. შემთხვევა გუშინ მოხდა, რა დროსაც წყალმა საფეხმავლო ბილიკზე ზედაპირული მიწა ჩამოიტანა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოები, თითქოს ახლადგახსნილი სკვერი ცუდ მდგომარეობაშია. ამ საკითხზე დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ კონკრეტულ ჯგუფებს ქვეყნის წინსვლა არ უხარიათ.
