ტრანსგენდერი ქალის, ნატა ტალიკიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხაზარაძის პარტიის წევრი დავით ფერაძე დააკავეს
ტრანსგენდერი ქალის, ნატა ტალიკიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ხაზარაძის პარტიის წევრი დავით ფერაძე დააკავეს. ის საარჩევნო სიის 52-ე ნომერია. ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. ხაზარაძის პარტიაში ბრიფინგი იყო დაგეგმილი, თუმცა გაუქმდა. მოგვიანებით, სოციალურ ქსელში ანა დოლიძემ დაწერა, რომ დავით ფერაძემ პარტია ერთი თვის წინ დატოვა.
