შალვა პაპუაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების საარჩევნო კომისიაში შესული საჩივრები შეაჯამა
შალვა პაპუაშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაციების საარჩევნო კომისიაში შესული საჩივრები შეაჯამა. ენჯეო საუბრობს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, წინასაარჩევნო აგიტაციის დარღვევაზე, თუმცა რეალური ფაქტების გარეშე. პაპუაშვილის თქმით, ეუთო/ოდირის პოზიტიური შეფასებების ფონზე, ცდილობენ საინფორმაციო ხმაურის შექმნას. საუბარია 53 საჩივარზე, მათ შორის ფეისბუქ პოსტებზე. ქართული ოცნების მიმართ არსებულ დარღვევებზე კი დუმილია. დღემდე უფასო პოლიტიკური რეკლამის დრო იბლოკება ოპოზიციურ არხებზე. ასევე,არაფერს ამბობენ საარჩევნო ბილბორდებისა და პლაკატები დაზიანებასა და საარჩევნო აგიტაციაში ხელის შეშლის ფაქტებზე. კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ ზოგიერთ ადგილობრივ სადამკვირვებლო ე.წ. ორგანიზაციას აქვს საარჩევნო მიზანი და ეს მიზანი გამოჩნდა 20 ოქტომბერს აქციაზე, ასევე პირველად საქართველოს ისტორიაში, უცხოური ფულით ღიად მოხდა საარჩევნო ღონისძიების ჩატარება. ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეხებოდა რუსეთში მოქმედ კანონს უცხოელი აგენტების შესახებ. კიდევ ერთხელ დადასტურდა , რომ ქართულ კანონს რუსულთან საერთო არაფერი აქვს.
