მარნეულისა და გარდაბნის დელეგატობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა, ალგეთისა და კაპანახჩის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა
მარნეულისა და გარდაბნის დელეგატობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა, ალგეთისა და კაპანახჩის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. მმართველმა პარტიამ მოსახლეობას საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო. ყურადღება გამახვილდა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასა და ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებაზე.
