ტრანსგენდერი ქალის, ნატა ტალიკიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხაზარაძის პარტიის საარჩევნო სიის 52-ე ნომერი დავით ფერაძე დააკავეს
ტრანსგენდერი ქალის, ნატა ტალიკიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხაზარაძის პარტიის საარჩევნო სიის 52-ე ნომერი დავით ფერაძე დააკავეს. ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ნატა ტალიკიშვილს თავში ქვა ჩაარტყა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
