„ქართული ოცნების“ დელეგატობის კანდიდატმა დავით კოდუამ სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა
„ქართული ოცნების“ დელეგატობის კანდიდატმა დავით კოდუამ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტოები. თბილისში გამართულ ოპოზიციური პარტიების აქციაში ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიისა და ზედა ეწერის 63-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები მონაწილეობდნენ. დავით კოდუა ცესკოს მიმართავს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები გამოიძიოს, ასევე მოუწოდებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს- ანგარიშებში ასახონ ოპოზიციის მიერ საარჩევნო დარღვევები.
