თბილისში დაგეგმილ "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას ქუთაისიდან ავტომოყვარულები უერთდებიან
თბილისში დაგეგმილ "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას , ქუთაისიდან ავტომოყვარულები უერთდებიან. მათი განაცხადებით, წლების განმავლობაში ითხოვდნენ ქუთაისში ავტოდრომის მოწყობას, რისი დაპირებაც რამდენიმე დღის წინ პრემიერ მინისტრისგან მიიღეს და ქართულ ოცნებას უცხადებენ მხარდაჭერას. ქუთაისელ ავტომოყვარულებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდანაც უერთდებიან.
