ახალი პროექტი რუსთავში
რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა - მასშტაბური პროექტი, რომელიც ქალაქის რეკრეაციულ განვითარებას შეუწყობს ხელს. 160 ჰექტარზე ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება, დაირგვება 60 ათასი ხის ნერგი, მოეწყობა საფეხმავლო და ველობილიკები. პროექტის პრეზენტაციას დღეს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი შატაკიშვილი ესწრებოდნენ.
სიუჟეტის ავტორი: ხატია იობიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
