დამოუკიდებელი არჩევანი
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდანაც ჩანს, რომ მიუხედავად ქართული რადიკალური ოპოზიციის და მათი მოკავშირეების მცდელობისა, საქართველოში მიღებული კანონი რუსულად წარმოაჩინოს, ქართული კანონი რუსულის მსგავსად არ ფუნქციონირებს. ამას ასევე ამბობს ვაშინგტონის კვლევითი ორგანიზაცია „ქუინსი ინსტიტუტი“, რომელმაც საქართველოს შესახებ პოლიტიკური ხედვის დოკუმენტი გამოაქვეყნა. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ იმის მტკიცება, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთისთვის დამახასიათებელი ავტორიტარული მმართველობის სტილი გადმოიღო, ან რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცა, არასწორი და ძალზედ გაზვიადებულია. პარალელურად, საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებს ესტონეთის პარლამენტში საქართველო-ესტონეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ლაური ლაატსი. მისი თქმით, საქართველო სწორი, ევროპული მიმართულებით მიდის და მიიჩნევს, რომ არჩევნებში ისევ მმართველი პარტია გაიმარჯვებს.
