ახალი ქარხანა ყულევში
700-მილიონიანი ინვესტიცია საქართველოში. „ბლექ სი პეტროლიუმი“ ქვეყანაში პირველ, სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას აშენებს. აღნიშნული პროექტი უმნიშვნელოვანესია საქართველოს ეკონომიკისთვის. ქარხანა ფუნქციონირებას მომავალი წლის მარტში დაიწყებს და პირველ ეტაპზე წლიურად მილიონ ტონაზე მეტ ნედლ ნავთობს გადაამუშავებს. ეტაპობრივად კი ეს მოცულობა 4-მილიონ ტონამდე გაიზრდება.
