ბიძინა ივანიშვილის გზავნილები
რეალური, გლობალური და სახიფათო რისკი - საქართველოს კეთილდღეობის და წინსვლის მოწინააღმდეგეები ქვეყანაშიც და გარე ჩარევის უპრეცედენტო მასშტაბი - ბიძინა ივანიშვილმა „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ის მთავარი გარემოებები აღწერა, რომელთა საფუძველზეც მმართველი პარტია აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევანი გადამწყვეტი იქნება. გადამწყვეტი ქვეყნის მომავლისთვის, მშვიდობისთვის და ეკონომიკური წარმატების შენარჩუნება-გაუმჯობესებისათვის. ომში ჩართვის უშედეგო მცდელობები, პარტნიორებთან გამკაცრების მიზეზები და ურთიერთობების გაჯანსაღების გზები. გაირკვა ისიც, რომ არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს აშშ-ს ელჩთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი.

სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები