22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ქუთაისში სიმბოლური აქცია გაიმართა. ღონისძიებას „ქართული ოცნების“ ქუთაისის დელეგატი შეუერთდა. ზაზა ლომინაძემ, ახალგაზრდა მოჭადრაკეებთან ერთად, მაია ჩიბურდანიძის სახელობის ჭადრაკის სპორტული სკოლის ეზოში სხვადასხვა ჯიშის ხე დარგო.