პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. შალვა პაპუაშვილი ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე წერს, რისი შედეგიც გაზრდილი ბიუჯეტი, განახევრებული უმუშევრობა, სამჯერ გაზრდილი საშუალო ხელფასი და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაა. „უნდა გვახსოვდეს, ჩვენ რომ ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის და დიპლომატის თავქარიანი რჩევებისთვის დაგვეჯერებინა და სანქციები დაგვეწესებინა, ეს ყველაფერი არ იქნებოდა. სამაგიეროდ, გვეყოლებოდა კმაყოფილი ოპოზიცია და ვიქნებოდით ღრმა ეკონომიკურ კრიზისში, რომლიდან გამოსვლასაც წლები დასჭირდებოდა“,- წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
