ვაშინგტონის კვლევითმა ორგანიზაცია „ქუინსი ინსტიტუტმა“ საქართველოს შესახებ პოლიტიკური ხედვის დოკუმენტი გამოაქვეყნა
ვაშინგტონის კვლევითმა ორგანიზაცია „ქუინსი ინსტიტუტმა“ საქართველოს შესახებ პოლიტიკური ხედვის დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც მიმოხილულია საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები; საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან; მთავრობის პოზიციონირება უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით; ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო და ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები. დოკუმენტის, ავტორები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს მოუწოდებენ, მხედველობაში მიიღონ და გაითვალისწინონ საქართველოს გარშემო შექმნილი კომპლექსური ვითარება და თავი შეიკავონ საზოგადოებისა და პოლიტიკური პროცესების პოლარიზაციის ხელშეწყობისგან. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა როგორც წარსულში, ისე ახლა, მხარს უჭერს დასავლეთთან დაახლოებას და ევროკავშირში გაწევრიანებას.
