პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი რადიკალური ოპოზიციის სპეკულაციებზე წერს
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი რადიკალური ოპოზიციის სპეკულაციებზე წერს. მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას სურს, პირადობის მოწმობების გამორთმევის საკითხი მთავარ ყალბ თემად აქციოს, თუმცა, მისივე თქმით, არის ინფორმაცია, რომ მსგავს კანონდარღვევებს სწორედ ოპოზიცია უწევს ორგანიზებას.
