მმართველი პარტია საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას ხვალ თავისუფლების მოედანზე გამართავს
მმართველი პარტია საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას ხვალ თავისუფლების მოედანზე გამართავს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ ხვალ ნათლად გამოჩნდება, რამდენად დიდია მმართველი გუნდის მხარდამჭერთა რაოდენობა. თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებული სცენიდან მმართველი გუნდი ისაუბრებს იმ ოთხწლიან გეგმაზე, რომლითაც „ქართული ოცნება“ მომდევნო 4 წლის განმავლობაში გეგმავს მუშაობას და ასევე კიდევ ერთხელ ეტყვიან მოსახლეობას, რამდენად მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის არჩევნები.
