ბიძინა ივანიშვილის გზავნილები
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია, გარე ძალების დახმარებით, ქვეყანაში დესტაბილიზაციას და საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს. „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილმა ყურადღება გაამახვილა მმართველი გუნდის პოლიტიკაზე, რომლის პრიორიტეტიც საქართველოს ინტერესების დაცვაა. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა იმ დანაშაულებრივ ქმედებებსა და ცრუ კამპანიაზე, რომელსაც კოლექტიური ნაცმოძრაობა სამშობლოს წინააღმდეგ მიმართავს.
