ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის პროცესი დაიწყო
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის პროცესი დაიწყო. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა. ირაკლი კობახიძის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს შუა დერეფნის ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის კუთხით. დააკავშირებს ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, გაზრდის საქართველოს რეგიონულ და საერთაშორისო მნიშვნელობას და განამტკიცებს უსაფრთხოებას. საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებელი ბელგიური კომპანია „იან დე ნულია“, რომლის მმართველმა დირექტორმა ანაკლიის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს კიდევ ერთი ოქროს ხანა ელოდება.
