„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, ევროპის მასშტაბით სასურსათო პროდუქციის ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში 26 ქართული კომპანია მონაწილეობს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, ევროპის მასშტაბით სასურსათო პროდუქციის ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში 26 ქართული კომპანია მონაწილეობს. ღონისძიება ტარდება გაეროს განვითარების პროგრამის პროექტთან „წვდომა საექსპორტო ბაზრებზე“ პარტნიორობით, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. საქართველოს პავილიონი სიალ პარიზი 2024 ზე უკვე მეხუთედ არის წარმოდგენილი. ღონისძიებას ყოველწლიურად 200 ქვეყნიდან 150 ათასზე მეტი სტუმარი ესწრება.
