სოფლის მეურნეობის სამინისტროში რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პრეზენტაცია გაიმართა
სოფლის მეურნეობის სამინისტროში რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პრეზენტაცია გაიმართა. ათწლეულების ეკოლოგიური პროექტის განხორციელების დეტალებზე დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რუსთავის მერმა და პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ სხვა ჩართულ პირებთან ერთად ისაუბრეს.
