საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ქართული ოცნების დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ქართული ოცნების დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია, გარე ძალების დახმარებით, ქვეყანაში დესტაბილიზაციას და საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს. ივანიშვილმა ისაუბრა დანაშაულებრივ ქმედებებსა და ცრუ კამპანიაზე, რომელსაც კოლექტიური ნაცმოძრაობა სამშობლოს წინააღმდეგ მიმართავს. "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მმართველი გუნდის პოლიტიკაზე, რომლის პრიორიტეტიც საქართველოს ინტერესების დაცვაა.
