12 საათიდან კალათბურთში საქართველო-ფინეთის შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყება
12 საათიდან კალათბურთში საქართველო-ფინეთის შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყება. ბილეთების შეძენა ბილეთები.ჯი-ის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი, რომელთანაც კალათბურთის ფედერაციამ თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა და ამიერიდან კალათბურთელთა ნაკრების ბილეთები მხოლოდ ამ ვებგვერდზე გაიყიდება. საქართველო - ფინეთის ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის შეხვედრას 24 ნოემბერს, „თბილისი არენის“ დარბაზი უმასპინძლებს.
