ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რუსეთის მხარდასაჭერად ჯარების გაგზავნის კვალდაკვალ, უკრაინაში სამხედრო და დაზვერვის ოფიცრების გაგზავნას სამხრეთი კორეა განიხილავს
ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რუსეთის მხარდასაჭერად ჯარების გაგზავნის კვალდაკვალ, უკრაინაში სამხედრო და დაზვერვის ოფიცრების გაგზავნას სამხრეთი კორეა განიხილავს. ამის შესახებ გამოცემა „ნიუს-ვიკი“ სამხრეთ კორეულ მედიასა და დაზვერვის სამსახურის ჩინოვნიკზე დაყრდნობით წერს. გავრცელებული ცნობით, გაგზავნილმა პერსონალმა უკრაინაში დაკითხვები უნდა ჩაატაროს, ან უზრუნველყოს მთარგმნელობითი მომსახურება, თუ ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცებს უკრაინული ძალები დაატყვევებენ.
