ბრიკსის სამიტზე, რუსეთის ინიციატივით, ახალ გლობალურ ფინანსურ-საგადასახადო სისტემაზე იმსჯელებენ
ბრიკსის სამიტზე, რუსეთის ინიციატივით, ახალ გლობალურ ფინანსურ- საგადასახადო სისტემაზე იმსჯელებენ. ცნობას გამოცემა „ეკონომისტი“ აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ პლატფორმა, სახელწოდებით „ბრიკს ბრიჯი“ მოსკოვმა ჯერ კიდევ ივნისში დააანონსა და მისი საშუალებით რუსეთი მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე ამერიკის შეერთებული შტატების დომინირების შესუსტებას შეეცდება.
