ისრაელი ბეირუთში, საავადმყოფოში ჰეზბოლას ბუნკერის აღმოჩენის შესახებ იტყობინება
ისრაელი ბეირუთში, საავადმყოფოში ჰეზბოლას ბუნკერის აღმოჩენის შესახებ იტყობინება. ცახალის ცნობით, ბუნკერში ტერორისტული დაჯგუფება 500-ს მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ოქროსა და ნაღდ ფულს ინახავს. ისრაელის არმიამ ინფორმაცია ჰეზბოლას ფინანსურ ინსტიტუტებზე მიტანილი იერიშების შემდეგ გაასაჯაროვა. როგორც ცნობილია, საავადმყოფოდან ხალხის ევაკუაცია დაიწყო. ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ საავადმყოფოზე თავდასხმას არ მოაწყობენ, თუმცა ლიბანელ ხალხს მიაწოდეს ინფორმაცია ბუნკერში შესასვლელთან დაკავშირებით.
