ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე 200-მდე დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში გარემონტებული ბინები გადაეცა
ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე 200-მდე დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში გარემონტებული ბინები გადაეცა. საცხოვრებელი კომპლექსი ხუთ 16-სართულიან კორპუსში 800 ბინას აერთიანებს. დევნილ ოჯახებს ახალმოსახლეობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მიულოცეს. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დევნილი ოჯახების განსახლება სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტია და ამ მიზნით, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობს.
